Wednesday, November 16, 2011

ლიტერატურული კომპოზიცია ”ჩვენ ვკითხულობთ ვაჟას” ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლის იუბილეს მივუძღვენით
კომპოზიციას წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაოები წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობები. მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს ფერწეულ ნამუშევრებში.მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა ”ჩვენ ვკითხულობთ ვაჟას”.
ვისწავლეთ მოთხრობა ”გოგრა”. გამოვუშვით აქტივობის რვეული.
ლიტერატურულ კომპოზიციაზე გავაცოცხლეთ გოგრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და მოთხრობები : ”მთის წყარო”, ”ხმელი წიფელი”, ”შვლის ნუკრის ნაამბობი”,”ია”,”წიფლისჩიტა”.


Sunday, October 2, 2011

ჩვენ უკვე მესამეკლასელები ვართ.გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

გისურვებთ წარმატებებს!

Sunday, July 17, 2011

ბრძნული გამონათქვამები


”აზროვნება სულის თვისებაა”

”ყოველ ადამიანში მზეა_ოღონდ აცალეთ,რომ ანათოს”.

სოკრატე

”ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამი-

ნობს.”
გოეთე




”არც შექებით ვხვდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი.”


”თუ ყოველივეს სულგრძელად მოითმენ,ღმერთი ისე მიიღებს, თითქოს იმისთვის მოგეთმინოს”

წმინდა გაბრიელ ქიქოძე


”არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება,რომ ძველია,არც იმით რომ ახალია.ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა,არც მეტისმეტი გონების გახსნილობა,რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არა ამჯობინოს მარტო იმის გამო ,რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.”


ილია ჭავჭავაძე

"უწყოდეთ,რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად,როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი,და არავინ გვიზამს ცუდს,როგორც მაქებელნი.”

ზოსიმე პალესტინელი

”რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე,აკეთე საქმე ,რასაც თვითონ სამართლიანად თვლი.იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.”

”იცხოვრე ხალხში ისე ,რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.”

”აირჩიე მეგობარი,მარტოობაში ბედნიერი არ იქნები.ბედი ორის საქმეა.”

”ბრძენ ზედამხედველს_გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება”

პითაგორა