Saturday, November 1, 2014

Monday, April 14, 2014


        "მასწავლებელს დიდი ყურადღება მართებს,რომ ყმაწვილებს   ცხადად ეყურებოდეთ,რასაც  კითხულობენ,
რომ  ისინი თავდაპირველად გონივრულ კითხვას მიეჩვიონ
და არა უაზროსა.ყოველი ფრაზის აზრი  უნდა გარკვევით
გააგებინოს ბავშვებს კითხვებით-რაზედ რა წაიკითხეს."


                                          იაკობ  გოგებაშვილი  

                                         

Wednesday, April 9, 2014

პროექტი: "ჩემი პირველი მოთხრობები"

ჩემს მიერ შექმნილი პირველი ელექტრონული წიგნი:)

საშინაო დავალების როლი და მისი მოცულობა დაწყებით კლასებში

საშინაო დავალება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების სავალდებულო ნაწილია.მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. უვითარებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს,პასუხისგებლობის გრძნობას,ასწავლის დროის სწორად განაწილებას,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.თუმცა არის ქვეყნებიც,სადაც საშინაო დავალება იკრძალება ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით ან რეგულირდება შიდა სასკოლო პოლიტიკით. ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ.ამ საკითხზე არსებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები ვერ იღებენ სარგებელს.(კუპერი,2001წ). ამ გავრცელებული მიდგომისგან განსხვავებით,გერმანიაში პირველი დღიდან აქვთ საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა რამდენიმე სკოლამ მიმდინარე წელს გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა.იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6სთ გრძელდება. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი,არდადეგების ჩათვლით. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია.კვლევების შედეგად გამოვლინდა,რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე,ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალება გონივრულად უნდა იყოს შერჩეული,რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშიასა და მშობლებთან ურთიერთობისათვის.ფსიქოლოგების აზრით, ბავშვისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა,არამედ მას სამყაროს შეცნობაში ეხმარება. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ მოსწავლე I კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს, II კლასში_20წუთს,III_IV კლასში_30 წუთს. რა ხდება ჩვენთან? რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს,მშობლებს,მოსწავლეებს საშინაო დავალების მოცულობასთან,შესასრულებლად საჭირო დროსთან.ამ საკითხების გარკვევას ემსახურება წარმოდგენილი კვლევა.


Saturday, July 7, 2012



 ყვავილების მეჯლისი

Wednesday, November 16, 2011

ლიტერატურული კომპოზიცია ”ჩვენ ვკითხულობთ ვაჟას” ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლის იუბილეს მივუძღვენით
კომპოზიციას წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაოები წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობები. მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს ფერწეულ ნამუშევრებში.მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა ”ჩვენ ვკითხულობთ ვაჟას”.
ვისწავლეთ მოთხრობა ”გოგრა”. გამოვუშვით აქტივობის რვეული.
ლიტერატურულ კომპოზიციაზე გავაცოცხლეთ გოგრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და მოთხრობები : ”მთის წყარო”, ”ხმელი წიფელი”, ”შვლის ნუკრის ნაამბობი”,”ია”,”წიფლისჩიტა”.