Wednesday, April 9, 2014

საშინაო დავალების როლი და მისი მოცულობა დაწყებით კლასებში

საშინაო დავალება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების სავალდებულო ნაწილია.მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. უვითარებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს,პასუხისგებლობის გრძნობას,ასწავლის დროის სწორად განაწილებას,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.თუმცა არის ქვეყნებიც,სადაც საშინაო დავალება იკრძალება ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით ან რეგულირდება შიდა სასკოლო პოლიტიკით. ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ.ამ საკითხზე არსებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები ვერ იღებენ სარგებელს.(კუპერი,2001წ). ამ გავრცელებული მიდგომისგან განსხვავებით,გერმანიაში პირველი დღიდან აქვთ საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა რამდენიმე სკოლამ მიმდინარე წელს გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა.იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6სთ გრძელდება. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი,არდადეგების ჩათვლით. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია.კვლევების შედეგად გამოვლინდა,რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე,ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალება გონივრულად უნდა იყოს შერჩეული,რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშიასა და მშობლებთან ურთიერთობისათვის.ფსიქოლოგების აზრით, ბავშვისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა,არამედ მას სამყაროს შეცნობაში ეხმარება. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ მოსწავლე I კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს, II კლასში_20წუთს,III_IV კლასში_30 წუთს. რა ხდება ჩვენთან? რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს,მშობლებს,მოსწავლეებს საშინაო დავალების მოცულობასთან,შესასრულებლად საჭირო დროსთან.ამ საკითხების გარკვევას ემსახურება წარმოდგენილი კვლევა.


2 comments:

  1. კვლევა საინტერესო მიდგომაა რაიმე პორბლემის დასადგენად-გასაზომად. შორენა, მოხარული ვარ , რომ კვლევის პროცესს ასე საინტერესოდ ნერგავ სწავლა-სწავლების პორცესში. შეკითხვა: ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებისგან შედგება? :) მოგიკითხავ დიდი სიყვარულით...

    ReplyDelete
  2. მადლობა ,ნინო.კი, ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებისგან შედგება.

    ReplyDelete