Wednesday, November 3, 2010


ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძარი
ეს ამბავი მეექვსე საუკუნეში სამხრეთ საქართველოში, სოფელ კოლაში მოხდა. ის ადგილი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავესთან მდებარეობდა. იმ ადგილას, რომელიც მტკვრის სათავედაა მიჩნეული, ნაკადული ჩამოედინება, რომელსაც მუსლიმები კურიუხ-ბაჩაის ეძახიან, ქრისტიანები – აიაზმას, ანუ ნაკურთხ წყალს.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს სახელი ძველთაგან მომდინარეობს და ქართველებს მდინარე ნაკურთხი ჰქონდათ. წყაროსთან აშენებული ყოფილა თეთრი ქვის ეკლესია – ერთნავიანი ბაზილიკა, მისი ნანგრევები დღესაც არსებობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წარმართი მშობლებისაგან ფარულად 9 კოლაელი ყრმა ქრისტიანად მოინათლა.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ კოლაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. მათი ბავშვები მთელ დღეს ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში სალოცავად შედიოდნენ. მათ ხშირად აედევნებოდათ ხოლმე ცხრა წარმართი ყრმა - გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი. ეკლესიის კართან მათ აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენ კერპთაყვანისმცემელთა შვილები ხართ და არ შეძლება უფლის წმინდა სახლში თქვენი შემოსვლაო. ბავშვები უკან დაღონებულები ბრუნდებოდნენ.
ერთხელ წარმართმა ბავშვებმა ძალით მოინდომეს ქრისტიანულ ტაძარში შესვლა. ქრისტიანებმა აუხსნეს, თუ მართლა გულით გინდათ ჩვენს ტაძარში შემოსვლა, უნდა იწამოთ იესო ქრისტე, მოინათლოთ ქრისტიანებად და ეზიაროდ მის საიდუმლოსო. ყრმებმა სიხარულით გამოთქვეს თანხმობა. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და ყრმათა სურვილი აუწყეს. მღვდელი არ შეუშინდა წარმართა მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს, სხვა ქრისტიანებთან ერთად, ყრმები მდინარეზე მოსანათლად წაიყვანა. ხუცესმა ბავშვები მდინარეში ჩაიყვანა. სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, გაყინული წყალი გათბა და ყრმებმა ცაზე ნათლის ანგელოზი იხილეს. გაქრისტიანებულმა ბავშვებმა წარმართ მშობლებთან დაბრუნება აღარ ისურვეს.
წარმართმა მშობლებმა როცა შვილების გაქრისტიანების ამბავი შეიტყვეს, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ვერც მშობლების მოფერებამ, ვერც საჩუქრებმა და სხვა სიკეთეთა დაპირებამ, ვერც დასჯამ ვერ შეაცვლევინა რწმენა კოლაელ ბავშვებს. ისინი მოთმინებითა და სულიერი სიმტკიცით იტანდნენ ყოველგვარ შევიწროებას, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი ერთსა და იმავეს იძახდნენ – ქრისტიანები ვართ, არ გვინდა თქვენთან, მოგვეცით უფლება ქრისტიანებთან ვიყოთო. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები წარმართ მთავართან მივიდნენ და მომხდარი უამბეს. მთავარმა უთხრა, თქვენი შვილები არიან, უფლება გაქვთ რაც გსურთ ის უყოთო. მაშინ მშობლებმა მთავრისგან შვილების ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს და დასტურიც მიიღეს.
თავდაპირველად წარმართებმა ის უხუცესი შეიპყრეს, რომელმაც ბავშვები მდინარეში ქრისტიანებად მონათლა, მრავალი ტანჯვა-წამება მიაყენეს. ჯერ შებილწეს და გაანადგურეს ქრისტიანული სალოცავი, შემდეგ კი დაისაკუთრეს. რისხვით შეპყრობილმა წარმართებმა იმ ადგილზე, სადაც ყრმები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და თავიანთი შვილები შიგ ჩაყარეს. წამების დროს ბავშვები გამუდმებით ერთსა და იმავეს იძახდნენ, ქრისტიანები ვართ და მოვკვდებით იმისათვის, ვისთვისაც ნათელი მივიღეთო. მათმა სიმტკიცემ კიდევ უფრო განარისხა წარმართები. მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები და დაიწყეს ორმოში ჩაყრილი შვილების ჩაქოლვა. მალე ორმო ქვებით აივსო….
ამ ამბიდან 1 საუკუნის შემდეგ 9 კოლაელი ბავშვი ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. მათგან უფროსი 9 წლის ხოლო უმცროსი 4ის იყო. მათი ხსენების დღე პირობითად 7 მარტადაა მიჩნეული. მათ სახელზე აგებული ეკლესია თბილისში ვაზისუბანში მდებარეობს.
ვაზისუბნის „ცხრა ყრმა კოლაელთა“ სახელობის ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორები და მონაწილენი ბავშვები არიან. ამ უბანში 1994 წლამდე არც ერთი ეკლესია არ იყო. 1994 წელს ბავშვებმა მიმართეს თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს. ამავე წლის 3 აგვისტოს სამგორის რაიონის გამგეობაში წერილი მოვიდა: „კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დალოცვილია ეკლესიის მშენებლობა, გთხოვთ, დაეხმაროთ ეკლესიის მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფაში“.
1995 წლის 26 ივნისს მოხდა ადგილის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ და საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას. ყოველ ოთხშაბათს დაწესდა პარაკლისების გადახდა, რომელსაც ატარებდა მამა მიქაელ შაიშმელაშვილი, დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ, დაიდგა ჯვარი და სასანთლე.
ტაძრის მშენებლობა 4 წლის შემდეგ, 1999 წლიდან განახლდა.
2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოიწონდა და დალოცა. 28 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მანვე აღავლინა საზეიმო წირვა.

Tuesday, October 26, 2010

პროექტი-”ვეცნობი ჩემს უბანს”
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია მდებარეობს მახათას მთაზე.
უწმინდესისა და უნეტარესის,სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით
2002წლის აღდგომის დღესასწაულზე,მახათას მთაზე ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
მამათა მონასტერი.
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატისა_ ბიზანტიის იმპერიაში,იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში ხარმებრძოლეობა დაიწყო.იმპერატორის ბრძანებით,იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეას მახლობლად ცხოვრობდა მორწმუნე ქვრივი,რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს.მხედრებმა იპოვეს ეს ხატი,ერთ_ერთმა ”მახვილი დასცა პირსა ხატისა”.მოხდა სასწაული:ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა.შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე,დილით კი ,მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ ზღვაში ჩაუშვა.ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული დასავლეთისკენ გაემართა.
გავიდა დრო.ერთხელ,საღამო ხანს,ათონის ივერთა მონასტრის ბერებმაზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს.ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა.ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს ,რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა,მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი,გაბრიელი.წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა,რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანის.გაბრიელსაც გამოეცხადა დედა ღვთისა.ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს,მოძებნეს გაბრიელი,გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ.გაბრიელი ზღვაში შევიდა,ტალღებზე ,როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და პარაკლისი გადაიხადეს.იმ ადგილს ცივმა და საამო ჭყარომ ამოხეთქა.ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს.მეორე დილით,კანდელის დასანთებდ ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდათ.ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს.ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს.ასე განმეორდა რამდენჯერმე.ბოლოს,ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა,რომ მას კი არ უნდოდა დაცვა,არამედ თვით ის იქნებოდა მათი მფარველი.ბერები გამოთქმელი სიხარულით აღივსნენ და იქვე ააგეს პატარა ტაძარი და სასწაულმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.



”წმინდანთა ცხოვრება” ტომი 1

Wednesday, September 15, 2010


გაკვეთილის თემა: მოგზაურობა კოსმოსში



სწავლების საფეხური: მე-3 კლასი



მოსწავლეთა პროფილი: კლასში 30 მოსწავლეა


სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილი ბავშვი - 2

გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა: მოსწავლეებს გააჩნიათ დიდი ინტერესი კოსმოსის მიმართ

გაკვეთილის მიზნები და შედეგები შეძლოს: საინფორმაციო ტექსტის გაგება, მისი დაკავშირება მხატვრულ ტექსტთან, გამონაგონისა და სინამდვილის ერთმანეთისგან განსხვავება.


წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ პლანეტების სახელები,ციური სხეულები.


შეფასების საგანი და პროცედურები დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა.


გამოვიყენებ ჯგუფურ შეფასებას

საუკეთესო ჯგუფი - 1დიდი ვარსკვლავი, კარგი - საშუალო, დამაკმაყოფილებელი - პატარა


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


სახელმძღვანელოები: ვ.როდონაია ”ქართული ენა”, 1კლასი, გ. კვანტალიანი

”ბუნება”, 1კლასი. პროექტორი




გაკვეთილის მსვლელობა:

კლასი დაყოფილია ჯგუფებად

1-ციური სხეულები

2- მკვლევარები - როგორ იკვლევენ კოსმოსს

3- ცისკრის ვარსკვლავი - მითები,

4 - შუქურვარსკვლავი - ლექსები ციურ სხეულებზე (მზე დედაა ჩემი..., მზეო თიბათვისა.. მთვარის ნაამბობი, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები)

5-მზის ოჯახი (პლანეტები)

აქტივობები:

1. განწყობის შესაქმნელად ბავშვებს ვაჩვენებ რაკეტის მაკეტს. კოსმოსური ხომალდი ”საქართველო 2010” სტარტს იღებს და ვიწყებთ კოსმოსში მოგზაურობას.

2. პრეზენტაცია

3. კითხვა -პასუხი

4. ინსცენირება ,,ცოტნე დადიანის ბავშვობა”

5. ჩვენი სტუმარი -უცხოპლანეტელი

6. გვინდა ვიცოდეთ-კითხვები უცხოპლანეტელს

7. საუკუნის სიმღერა-,,ჩაკრულო”

გამოყენებული ლიტერატურა:

ვ.როდონაია ,,მასწავლებლის სახელმძღვანელო ქართულ ენაში’’

გ.კვანტალიანი ,,მასწავლებლის წიგნი’’ ბუნება3
ხალხური პოეზია

Saturday, March 13, 2010

შორენა ლატარია


თოჯინები

1.პროექტის სახელწოდება: თოჯინები

2.პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას თოჯინების წარმოშობის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა პირველი თოჯინა, ამზადებენ თოჯინებს, სტუმრობენ თოჯინების თეატრს, კლასში ვდგამთ თოჯინების სპექტაკლს, ვათვალიერებთ თოჯინების მუზეუმს, წერენ ზღაპარს - “ერთი თოჯინის ამბავი“'.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეძებენ ინფორმაციას თოჯინების შესახებ,როდის გაჩნდა პირველი თოჯინა, როგორი იყო პირველი ქართული თოჯინა, როგორ მზადდებოდა თოჯინა, შემდეგ მოსწავლეები თვითონ ამზადებენ თოჯინებს,ვდგამთ სპექტაკლს.

3.მონაწილეთა ასაკი: 8-9წწ.

4.ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვლიდან მაისამდე

5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ინფორმაციის მოძიება,ტექსტის კითხვა და წარდგენა,სურათების გადაღება,ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება-შერჩევა, თანამშრომლობა.

6.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, შეიძენენ თეატრში და მუზეუმში ქცევის წესებს.

8.სამუშაო ენა: ქართული ენა

9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ქართულ ენასთან და ხელოვნებასთან

10.პროექტის ავტორი-: შორენა ლატარია