პროექტი-”ვეცნობი ჩემს უბანს”
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია მდებარეობს მახათას მთაზე.
უწმინდესისა და უნეტარესის,სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით
2002წლის აღდგომის დღესასწაულზე,მახათას მთაზე ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
მამათა მონასტერი.
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატისა_ ბიზანტიის იმპერიაში,იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში ხარმებრძოლეობა დაიწყო.იმპერატორის ბრძანებით,იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეას მახლობლად ცხოვრობდა მორწმუნე ქვრივი,რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს.მხედრებმა იპოვეს ეს ხატი,ერთ_ერთმა ”მახვილი დასცა პირსა ხატისა”.მოხდა სასწაული:ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა.შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე,დილით კი ,მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ ზღვაში ჩაუშვა.ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული დასავლეთისკენ გაემართა.
გავიდა დრო.ერთხელ,საღამო ხანს,ათონის ივერთა მონასტრის ბერებმაზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს.ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა.ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს ,რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა,მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი,გაბრიელი.წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა,რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანის.გაბრიელსაც გამოეცხადა დედა ღვთისა.ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს,მოძებნეს გაბრიელი,გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ.გაბრიელი ზღვაში შევიდა,ტალღებზე ,როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და პარაკლისი გადაიხადეს.იმ ადგილს ცივმა და საამო ჭყარომ ამოხეთქა.ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს.მეორე დილით,კანდელის დასანთებდ ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდათ.ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს.ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს.ასე განმეორდა რამდენჯერმე.ბოლოს,ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა,რომ მას კი არ უნდოდა დაცვა,არამედ თვით ის იქნებოდა მათი მფარველი.ბერები გამოთქმელი სიხარულით აღივსნენ და იქვე ააგეს პატარა ტაძარი და სასწაულმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
”წმინდანთა ცხოვრება” ტომი 1
No comments:
Post a Comment